პროექტი




სასწავლო პროექტი „სიყვარულის ქიმია“

     როდესაც 2019 წლის თებერვლის დასაწყისში,  გამოცხადდა CAT-ის გამოცდების გაუქმების შესახებ მეთერთმეტე კლასში, დავიბენი, ეს ჩემი პირველი რეაქცია იყო. არადა იმ დღეს გაკვეთილები მქონდა მეტერთმეტე კლასებში და ისე როგორც ალბათ მთელ საქართველოში, ჩვენც ამ გამოცდებისთვის ვემზადებოდით. გავდიოდით ორგანული ქიმიის კურსს და პარალელურად ვიმეორებდით წინა წლებში ნასწავლ მასალას. მთელი საღამო ვფიქრობდი ხვალ რა მეთქვა 11 კლასელებისთვის, როგორ გამეგრძელებინა მათთან საგაკვეთილო პროცესი და ვიფიქრე, რომ შემეთავაზებინა დარჩენილი დროის განმავლობაში დაგვეწყო პროექტებით სწავლება. უნდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროექტები სხვა დროსაც გამიკეთებია, სხვადასხვა კლასში, თუმცა, არა მეთერთმეტეში, რადგან გამოცდების გამო ვფიქრობდი, რომ მეტი დრო დამეთმო საგამოცდო საკითხების სწავლებისთვის. სამშაბათს, როდესაც 11ბ კლასში შევედი, პირველ გაკვეთილზე, ყველა მოსწავლე კლასში დამხვდა და რაღაც ნიშნის მოგება შევამჩნიე მათ მზერაში, აშკარად ელოდნენ, რას ვეტყოდი. სანამ საორგანიზაციო საკითხებს მოვაგვარებდი, ვერ მოითმინეს და მკითხეს, ხომ იცით, გამოცდა რომ გაუქმდაო?
-კი მეთქი და ძალიან მიხარია ეს რომ მოხდა, ძლივს საშუალება მოგვეცა მე და თქვენ ვისიამოვნოთ ქიმიით-თქო და .... უნდა გენახათ მათი სახეები. ამის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ, მე ჩემი გეგმები შევთავაზე და სიხარულით დამთანხმდნენ. ასე დავიწყეთ პროექტებით სწავლება 11 კლასში. თემები მე შევთავაზე, იმ საკითხების გათვალისწინებით, რაც დარჩენილი გვქონდა პროგრამულად: „სიყვარული ქიმია’, „შოკოლადის ქიმია“, „ვიტამინები“, „ცილა-საოცარი მოლეკულა“, „პოლიმერები-საფრთხე თუ სარგებელი“. თითოეული თემის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა ორგანული ქიმიის კურსიდან დარჩენილი მასალის შესწავლის ფონზე გაგვეკეთებინა სახალისო აქტივობები, რაც გაზრდიდა მათ მოტივაციას და ჩართულობას. პირველი თემა, რომელზეც ვიმუშავებდით, თვითონ აირჩიეს „სიყვარულის ქიმია“.
პროექტის მიზანი იყო:
·         ინფორმაციის კლასიფიკაციას, ანალიზს და  სინთეზირებას კითხვებზე პასუხის მისაღებად;
·        საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენას ;
·        თვალსაჩინოებების შექმნასა და გამოყენებას;
·        დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტურ განკარგვას;
  • ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვებას და ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და ფლობას;
  • იმსჯელებენ ჰორმონების შედგენილობაზე, მათში შემავალ ფუნქციურ ჯგუფებზე, შეძლებენ აღნაგობის თეორიის ძირითად დებულებებზე დაყრდნობით დაასრულონ  ქალისა და მამაკაცის ჰორმონების  სტრუქტურული ფორმულები და გამოთვალონ მოლეკულური ფორმულა;
  • იმსჯელონ მათი წარმოქმნის პრინციპსა და მათი მოქმედების შედეგებზე ადამიანის ორგანიზმზე.

    ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია. მოსწავლეებმა შეძლეს ყველა აქტივობაში ჩართვა, მოიძიეს, დაახარისხეს, შეცვალეს, წარმოადგინეს ინფოემაცია, საინტერესოდ და შემოქმედებითად გადაწყვიტეს შემოქმედებითი ტურის დავალება, ითანამშრომლეს და შექმნეს სხვადასხვა პროდუქტი, აიმაღლეს ცოდნა ჰორმონების შესახებ, კიდევ ერთხელ გაიაზრეს აღნაგობის თეორიის დებულებები, მათი გამოყენებით დაასრულეს ჰორმონების არასრული ფორმულები და ააწყვეს ბურთულ-ღეროვანი მოდელები და ეს ყველაფერი მათი აქტიური ჩართულობის, მაღალი მოტივაციის და საინტერესო გაკვეთილების ფონზე წარიმართა.
    ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა. ქიმიური ნაწილის სწავლებას მე ვკურირებდი, ვურჩევდი დავალებებს, ვუხსნიდი გაურკვეველ ინფორმაციას, ახალ მასალას. შემდეგი ტურების განმავლობაში ინიციატივას თვითონ იღებდნენ და თვითონ წყვეტდნენ რა ფორმით და როგორ მოახერხებდნენ დავალებების შესრულებას.
   ვთვლი, რომ პროექტი და ზოგადად სწავლების ამ ფორმის შეთავაზება იყო ჩემი წარმატებული ნაბიჯი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. მთელი პროექტის განხორციელების დროს ბევრჯერ მოახერხეს ჩემი და თანაკლასელების გაოცება, თავისი კრეატიული, შემოქმედებითი, საინტერესო გადაწყვეტილებებით. არ ყოფილა გაკვეთილზე დასწრების, ქცევის პრობლემა. სარგებელი ვფიქრობ დიდია ჩემთვისაც და მათთვისაც. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი სწავლების ამ ფორმის უპირატესობაში, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელსაც და მოსწავლესაც მეტი შრომა უწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში, შედეგები ბევრად მეტია პროექტებით სწავლების დროს და ამას ხედავ თვალნათლივ, ყოველ ჯერზე, როდესაც ნახავ რა ინტერესით, ჩართულობით, ხალისით ასრულებენ დავალებას და აცნობენ მასწავლებელს და ერთმანეთს.
      ჯერ კიდევ არ გვქონდა ეს პროექტი დასრულებული, რომ უკვე დაიწყეს ბავშვებმა შემდეგი თემის შერჩევა. გადაწყვიტეს რომ შემდეგი პროექტის თემა იქნებოდა „შოკოლადის ქიმია“. მე უკვე დაგეგმილი მაქვს პროქტის მიმდინარეობა, აქტივობები. იმედი მაქვს ეს პროექტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პირველი. ასე რომ ჩვენი მოგზაურობა პროექტების სამყაროში გრძელდება...

პროექტის შესახებ ინფორმაცია და ფოტო/ვიდეო მასალა :






სასწავლო პროექტი „შოკოლადის ქიმია“

     „შოკოლადის ქიმია“ უკვე მეორე პროექტია, რომელიც განვახორციელეთ მას ემდეგ რაც 2019 წლის თებერვლის დასაწყისში გაუქმდა CAT-ის გამოცდები მეთერთმეტე კლასში. პირველი პროექტი „სიყვარულის ქიმია“ წარმატებული აღმოჩნდა და ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც უკვე არჩევდნენ თემას მეორე პროექტისთვის. ბავშვებს მოეწონათ სწავლების ასეთი ფორმა, თანაც უწყვეტ რეჟიმში. მეორე პროექტის თემად შევარჩიეთ „შოკოლადის ქიმია“.  თემატურადაც ესტერების  და ცხიმების შესწავლა გვიწევდა და გადავწყვიტეთ ისევ ხალისით, საინტერესო ფორმით გვესწავლა ეს საკითხები. თემამ ამჯერადაც  დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში, დასვეს უამრავი კითხვა, აღმოჩნდა, რომ აინტერესებდათ და სურდათ მეტი გაეგოთ შოკოლადზე. ასე დაიწყო პროექტიც „შოკოლადის ქიმია“.
პროექტის მიზანი იყო:
·         ინფორმაციის კლასიფიკაციას, ანალიზს და  სინთეზირებას კითხვებზე პასუხის მისაღებად;
·        საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენას;
·        თვალსაჩინოებების შექმნასა და გამოყენებას;
·        დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტურ განკარგვას;
  • ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვებას და ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და ფლობას;
  • ესტერების, თხევადი და მყარი ცხიმების შესწავლას;
  •  მათ იზომერიას და ნომენკლატურას, თვისებებს და გამოყენებას;
  •  ესტერიფიკაციის რეაქციის შედგენას, ცხიმების ჰიდრირებას და ჰიდროლიზს.

    ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია. მოსწავლეებმა შეძლეს ყველა აქტივობაში ჩართვა, მოიძიეს, დაახარისხეს, შეცვალეს, წარმოადგინეს ინფორმაცია, საინტერესოდ და შემოქმედებითად გადაწყვიტეს შემოქმედებითი ტურის დავალება, ითანამშრომლეს და შექმნეს სხვადასხვა პროდუქტი, კიდევ ერთხელ გაიაზრეს აღნაგობის თეორიის დებულებები, შეისწავლეს ესტერების თვისებები, ჰიდროლიზი და ჰიდროგენიზაცია, გაეცნენ თხევად და მყარ ცხიმებს, დაუკავშირეს მიღებული ცოდნა შოკოლადის შედგენილობას და  ეს ყველაფერი მათი აქტიური ჩართულობის, მაღალი მოტივაციის და საინტერესო გაკვეთილების ფონზე წარიმართა.

   პროექტის დასასრულს  ბავშვებმა უკვე შეარჩიეს შემდეგი პროექტის თემა „პოლიმერები-საფრთხე თუ სარგებელი“. მე უკვე დაგეგმილი მაქვს პროქტოს მიმდინარეობა, აქტივობები. იმედი მაქვს შემდეგი პროექტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პირველი ორი. ასე რომ ჩვენი მოგზაურობა პროექტების სამყაროში გრძელდება...

პროექტის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა:


სასწავლო პროექტი "პოლიმერები-საფრთხე თუ სარგებელი"

     „პოლიმერები“ უკვე მესამე პროექტია, რომელიც განვახორციელეთ მას ემდეგ რაც 2019 წლის თებერვლის დასაწყისში გაუქმდა CAT-ის გამოცდები გაუქმები მეთერთმეტე კლასში. პირველი პროექტი „სიყვარულის ქიმია“ წარმატებული აღმოჩნდა და ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც უკვე არჩევდნენ თემას მეორე პროექტისთვის. ბავშვებს მოეწონათ სწავლების ასეთი ფორმა, თანაც უწყვეტ რეჯიმში. მეორე პროექტის თემად შევარჩიეთ „შოკოლადის ქიმია“.  ამ პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი პროექტი დავგეგმეთ „პოლიმერები“. თემატურადაც ცილების და პოლიმერების  შესწავლა გვიწევდა და გადავწყვიტეთ ისევ ხალისით, საინტერესო ფორმით გვესწავლა ეს საკითხები.
პროექტის მიზანი იყო
მოსწავლეები შეძლებენ :
·        ინფორმაციის კლასიფიკაციას, ანალიზს და  სინთეზირებას კითხვებზე პასუხის მისაღებად;
·        საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენას;
·        თვალსაჩინოებების შექმნასა და გამოყენებას;
·        დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტურ განკარგვას;
  • ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვებას და ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და ფლობას;
  • პოლიმერიზაციის რეაქციის პირობებისა და მიღებულუ პროდუქტების შესწავლას;
  •  პოლიკონდენსაციის რეაქციების  და პროდუქტების სესწავლას;
  • პოლიმერების თვისებებს და გამოყენებას;
  • პოლიმერების უკონტროლო გამოყენების რისკების გააზრებას.

    ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია. მოსწავლეებმა შეძლეს ყველა აქტივობაში ჩართვა, მოიძიეს, დაახარისხეს, შეცვალეს, წარმოადგინეს ინფორმაცია, ითანამშრომლეს და შექმნეს სხვადასხვა პროდუქტი, კიდევ ერთხელ გაიაზრეს აღნაგობის თეორიის დებულებები,  შეისწავლეს  ქიმიური პროცესები, რომელთა საშუალებითაც ხდება პოლიმერების მიღება. ორი კვირის განმავლობაში ვისწავლეთ პოლიმერიზაციისა და პოლიკონდენსაციის რეაქციები, პოლიეთილენის, პოლიპროპილენის, ბუნებრივი და სინთეზური კაუჩუკების მიღების რეაქციები, შევისწავლეთ ფენოლფორმალდეჰიდური ფისები. გავეცანით ბიოპოლიმერებს, მათი გამოყენების არეალს და  ეს ყველაფერი მათი აქტიური ჩართულობის, მაღალი მოტივაციის და საინტერესო გაკვეთილების ფონზე წარიმართა.
     მიუხედავად სასწავლო წლის დასასრულისა და მოსწავლეთა დაღლილობისა,  ბევრჯერ მოახერხეს ჩემი და თანაკლასელების გაოცება, თავისი კრეატიული, შემოქმედებითი, საინტერესო გადაწყვეტილებებით. არ ყოფილა გაკვეთილზე დასწრების, ქცევის პრობლემა. სარგებელი ვფიქრობ დიდია ჩემთვისაც და მათთვისაც. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი სწავლების ამ ფორმის უპირატესობაში, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელსაც და მოსწავლესაც მეტი შრომა უწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში, შედეგები ბევრად მეტია პროექტებით სწავლების დროს და ამას ხედავ თვალნათლივ, ყოველ ჯერზე, როდესაც ნახავ რა ინტერესით, ჩართულობით, ხალისით ასრულებენ დავალებას და აცნობენ მასწავლებელს და ერთმანეთს.
    ამ პროექტმა დიდი გამოცდილება შემძინა მეც და მოსწავლეებსაც, ასე ღრმად და შინაარსობრივად აქამდე არ მიფიქრია იმ საფრთხეზე, რაც თან ახლავს პოლიმერების უკონტროლო და არაგონივრულ გამოყენებას. ბავშვებმა კარგად გაიაზრეს  რა გავლენა აქვს ანთროპოგენულ ფაქტორებს გარემოზე და ყველა ცოცხალ ორგანიზმზე. ამის შემდეგ, თუ რამდენიმე მათგანი მაინც შეიცვლის დამოკიდებულებას და არ მოიხმარს არასათანადოდ პლასტმასის ჭურჭელს თუ სხვა ნივთებს, არ დააბინძურებს გარემოს და ეცდება ნაკლებად გამოიყენოს ასეთი მასალით დამზადებული ნივთები, ჩავთვლი, რომ პროექტის და ჩემი მიზანიც მიღწეულია. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ისინი შეიარაღებული არიან საჭირო ცოდნით და ფლობენ სათანადო ინფორმაციას, რათა მომავალში გონივრულად მოექცნენ საკუთარ ჯანმრთელობას და გარემოს.

პროექტის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა:




Комментариев нет:

Отправить комментарий