სამოდელო გაკვეთილები

სამოდელო გაკვეთილები



2019 წლის 6 მარტს, 181-ე საჯარო სკოლაში, მე-11 კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ქიმიაში



გაკვეთილის  ტიპი: სამოდელო- ინტეგრირებული (ქიმია-ბიოლოგია)
თემა : „სიყვარულის ქიმია“
გაკვეთილის მიზანი:

ü  მოსწავლე ორგანულ ნაერთთა აღნაგობის თეორიის ძირითადი დებულებების საფუძველზე დაასრულებს ჰორმონების სტრუქტურულ ფორმულებს, დაადგენს მოლეკულურ ფორმულებს, ააწყობს ბურთულ ღეროვან მოდელებს  და იმსჯელებს მათში შემავალ ფუნქციურ ჯგუფებზე;
ü  მოსწავლე შეძლებს ადამიანში სქესის განსაზღვრის სქემის შედგენას და დაადგენს ვაჟისა და გოგონას დაბადების ალბათობას;
  
ადამიანმა ადვილად რომ შეძლოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  ხდება  განათლების როლი. ამიტომ მასწავლებლის   ვალდებულება  არ შემოისაზღვრება  მხოლოდ საგნის სწავლებითთანამედროვე მოთხოვნები ზოგადი განათლების მიმართ მასწავლებლებს უბიძგებს ხშირად   გამოიყენონ ინტეგრაცია იმისათვისრომ   მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის მეორესთან დაკავშირებაერთი სასწავლო საგნისა - მეორესთანეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანასრასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.
         ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა  „სიყვარულის ქიმია“ შევარჩიე შესასწავლი თემიდან გამომდინარე, ამასთან ნათელია თემის კავშირი ბიოლოგიასთან. შეუძლებელია ისაუბრო ადრენალინის, დოფამინის, ტესტოსტერონის და ა.შ. ქიმიურ ფორმულებზე და არ განიხილო ადამიანის ნერვული და ენდოკრინული სისტემები, აქ ქიმიას და ბიოლოგიას აქვთ შეხების წერტილი, ინტეგრირება ლოგიკური და ბუნებრივია. თემა ძალიან აქტუალურია, რადგან XI კლასის მოსწავლეები იმ ასაკში არიან, როდესაც სიტყვები: „ჰორმონები“, „სიყვარული“, „დამოკიდებულება“ ძალიან აქტუალურია და მნიშვნელოვან ელფერს იძენს. მოსწავლეთა მხრიდან გაზრდილმა ინტერესმა გადამაწყვეტინა ასეთი ტიპის გაკვეთილზე მოგვეხდინა ამ საკითხების შესწავლა და გააზრება, დაკავშირება ცხოვრებისეულ სიტუააციებთან. 





2019 წლის 29 მარტს, 181-ე საჯარო სკოლაში, მე-8 კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ქიმიაში
გაკვეთილის  ტიპი: სამოდელო- ინოვაციური („სასწავლო გაჩერებები“)
თემა : ნაერთთა კლასები
გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს:
ü  განასხვავოს ერთმანეთისაგან ოქსიდები, მჟავები, ფუძეები და მარილები:
ü  შეადგინოს მათი ფორმულები ვალენტობის გთვალისწინებით;
ü  შეადგინოს მჟავას და შესაბამისი მჟავა ოქსიდის,  ფუძის და შესაბამისი ფუძე ოქსიდის  სტრუქტურული ფორმულები და ააწყოს ბურთულ-ღეროვანი მოდელები;
ü  დაწეროს მარტივი სქემის შესაბამისი რეაქციების  გათანაბრებული ტოლობები;
ü  დაგეგმოს და ჩაატაროს მარტივი ექსპერიმენტი უსაფრთხოების წესების დაცვით.


გაჩერებებით სწავლის მეთოდი ახალი არ არის. მას უკვე წარმატებით იყენებენ საგაკვეთილო პროცესში. ამ მეთოდის გამოყენება საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სასწავლო პროცესი მაქსიმალურად მოარგოს მოსწავლის შესაძლებლობებს, მათ წინარე ცოდნასა და უნარებს. ეს მეთოდი ხელს უწყობს შიდა დიფერენციაციას, რადგან შესაძლებელს ხდის სხვადასხვა გაჩერებაზე სხვადასხვა სირთულის დავალებები შესთავაზო მოსწავლეს. კლასი მრავალრიცხოვანია, თუმცა მოდიფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ მეთოდის გამოყენება. ბავშვები ხალისით ერთვებიან პროცესში, ასრულებენ დავალებებს, თანამშრომლობენ. ასეთი განსხვავებული, სახალისო გაკვეთილები ამაღლებს მათ განწყობას, ცვლის დამოკიდებულებას სასწავლო პროცესის მიმართ, ზრდის მოტივაციას და ჩართულობის ხარისხს და დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე.ფოტო მასალა


2019 წლის 1 აპრილს, 181-ე საჯარო სკოლაში, მე-10 კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ქიმიაში

მასწავლებელი:  მანანა ჭიკაძე
საგანი : ქიმია
გაკვეთილის  ტიპი: სამოდელო- პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი:
ü  მოსწავლე პრობლემური ამოცანის გადასაჭრელად დაგეგმავს და უსაფრთხოდ ჩაატარებს ექსპერიმენტს;
ü  განარჩევს მუდმივ და ცვლად პარამეტრებს;
ü  ექსპერიმენტზე დაკვირვების, გაზომვების საფუძველზე იმსჯელებს და გამოიტანს არგუმენტირებულ დასკვნებს, ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორების შესახებ;
ü  სათანადოდ წარმოადგენს დაკვირვების შედეგებს.

სამოდელო გაკვეთილის ერთ-ერთი ტიპი, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ეფუძნება ჯონ დიუის პრინციპს-„სწავლა კეთებით და გამოცდილების მიღებით“. ასეთი გაკვეთილები ეხმარება მოსწავლეს შეძენილი ცოდნა გამოიყენოს პრობლემის გადასაჭრელად არა მხოლოდ გაკვეთილზე, არამედ ცხოვრებაშიც. ამ ტიპის გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გამოავლენენ პრობლემას, გაიაზრებენ, მსჯელობენ და ეძებენ მისი გადაჭრის გზებს. გაკვეთილის თემა „ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები“ საშუალებას იძლევა ამ ტიპის გაკვეთილის დაგეგმვისათვის. შესაძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება, მათზე დაკვირვება, შედეგების ანალიზი და დასკვნების გამოტანა. ასეთი განსხვავებული, ექსპერიმენტული, სახალისო გაკვეთილები ამაღლებს მოსწავლეთა განწყობას, ცვლის დამოკიდებულებას სასწავლო პროცესის მიმართ, ზრდის მოტივაციას და ჩართულობის ხარისხს და დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე.



Комментариев нет:

Отправить комментарий